Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, ეს თემა აღარ მოეწონათ

მარშალ პრესი 28/09/2022
თეა წულუკიანი

ვფიქრობ, რომ პარლამენტმა კანონი დეოლიგარქიზაციის შეახებ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის ვარაუდით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა და მათმა მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის წარმომდგენლებთან იმუშავეს და დაარწმუნეს იმაში, რომ რეკომენდაციებს შორის უნდა იყოს პუნქტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. თუმცა, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ პუნქტის შესრულება ევროკავშირის მიერ მოწონებული უკრაინული კანონის თარგმნით დაიწყო, ოპოზიციას თემა აღარ მოეწონა.

„როგორც კი ოპოზიცია და მათი ორგანიზაციები მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, აღარ მოეწონათ ეს თემა. ეს პირდაპირ იმის სიმპტომია, რომ ზედაპირულები არიან, არ მუშაობენ, არ უღრმავდებიან საკითხებს და რეალურად, ალბათ გარიყეს ყველა, ვინც მათ ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე: კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე: ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.