Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ

მარშალ პრესი 28/09/2022
თეა წულუკიანი

ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

„კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, სიცრუეა. ჩვენ გვყვანან მოკრივეები, რომელი ასაკისაც გნებავთ, არიან ერთი მეორეზე ღირსეული არა მხოლოდ თავიანთი დიდი მიღწევებით, არამედ თავიანთი ქცევით. გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემ გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ფედერაციას, მაგრამ ამ ადამიანს, რომელიც პრინციპში, ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია, მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: თუ საქმე იმაშია, რომ რუსი არ უნდა გაჭაჭანდეს აქ, უნდა გავიხსენოთ მაგალითად აშშ, ევროკავშირი, რომელთა პოლიტიკის მიმდევრებად მოიაზრებენ საკუთარ თავს ისინი, ვინც დღეს ისტერიკას თესავს
Next: თეა წულუკიანი: მუზეუმში საქმის ერთგულება ნიშნავს იმ სიწმინდის ერთგულებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგაბარა. ეს არ ნიშნავს ჩემი ან 41-ის ერთგულებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.