Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს

მარშალ პრესი 28/09/2022
ჯუანშერ ბურჭულაძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს.

მისი თქმით, ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა.

„მარტივად რომ გითხრათ, ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მოიცავს სოციალურ პირობებს, ასევე შეიარაღებასა და კომფორტის შექმნას, რაც ჩვენ ფაქტობრივად მოვახერხეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს – დაწყებული უნიფორმით, მათი კვებით, მათი საცხოვრებელი პირობებით და ა.შ. სხვა ძირითადი კომპონენტი, რაც შეადგენს ჯარისკაცზე ზრუნვას, არ არსებობს. ჩვენ ფაქტობრივად არ დავტოვეთ არცერთი მიმართულება, სადაც არ მივიღეთ უმაღლესი ხარისხი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და უახლოეს მომავალში შემუშავდება თავდაცვის კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება ჯარის პოპულარიზაცია იქნება.

„გარდა შექმნილი პირობებისა, აუცილებელია პოპულარიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ. ესეც შეიძლება კრიტიკის საბაბი გახდეს და არის კიდეც. ამის წინააღმდეგ არის ზუსტად მიმართული ის კამპანიები დისკრედიტაციის, რაც იწარმოება ქართული ჯარის წინააღმდეგ. თუმცა, პოპულარიზაციის მიზანი ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს დასახული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ამ მიზანს. ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც იქნება შემუშავებული, დამტკიცებული და ეს იქნება სახელმძღვანელო, ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენი თავდაცვის ძალების. კოდექსის მთავარი სულისკვეთება არის ჯარის პოპულარიზაცია“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი
Next: ეი,თქვენ მანდ ოპოზიციაში,რას ჩუკენობთ ?! გული მერევა – ელისო კილაძის მიმართვა ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.