Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი

მარშალ პრესი 28/09/2022
თეა წულუკიანი

მაშინ, როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ. ერთადერთი, რაც მან მოახერხა არის ის, რომ გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, როგორც თავდაცვის მინისტრმა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის, რომ კეზერაშვილი რაიმე პოლიტიკურ პროცესს ჩაუდგება სათავეში და ლიდერობას შეძლებს არ მგონია. თუმცა მას აქვს ფინანსური რესურსი, რასაც ის იყენებს, როგორც ალბათ მას ჰქონია საუკეთესო მიზნებისთვის. ელენე ხოშტარიამ მაგალითად თქვა, რომ ცალკე ყალიბდება, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა და როგორც აღმოჩნდა, კვლავ კეზერაშვილის ფულით სულდგმულობს და კიდევ რუბლებს რომ უგზავნის პუტინი იმას იყენებს ალბათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. კოლექტიური ხოშტარიები, რომლებიც ვერ ყალიბდებიან პოლიტიკოსებად და ალბათ არიან ილუზიაში, რომ ამას კეზერაშვილი შეძლებს. ასეთი პროცესებით მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის ახალ პოლიტიკურ პროცესს ჩაუყრიან ისინი საფუძველს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავამთავრებთ, მერწმუნეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული იქნება
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.