Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთში და მათაც აქვთ ინტერესი, რომ შემოვიდნენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება

მარშალ პრესი 27/09/2022
ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით.

„სრული კონტროლია უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ იყოს დაცული ერთის მხრივ, ადამიანების ინტერესები და მეორეს მხრივ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთში და მათაც აქვთ ინტერესი, რომ შემოვიდნენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და და პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჯუანშერ ბურჭულაძე: სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი. დღეს ეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით არის გამკაცრებული
Next: ილია მეორე: დღეს არის მწუხარების დღე – დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.