Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვეს

მარშალ პრესი 25/09/2022
308926575_461677932654536_5789087061548686806_n
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
👨‍🎓👩‍🎓დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 45 ოქროს და 9 ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა იმყოფებოდა.
👨‍🎓👩‍🎓წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა და პარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს.
👨‍🎓👩‍🎓სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.
👩‍🎓👨‍🎓ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
👩‍🎓👨‍🎓კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next: ზურაბ ქადაგიძე: პოლიტიკური გვამი, შალვა ნათელაშვილი აშკარად ნერვებს ვეღარ თოკავს, რადგან იმდენად არის გაფარჩაკებული, რომ კეზერაშვილმაც კი აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი ყიდვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.