Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 24/09/2022
საუდის არაბეთი

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა საუდელ კოლეგას ქვეყნის ეროვნული დღე და საუდის არაბეთსა და მის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

Post navigation

Previous: შარლ მიშელი: როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გაუმართლებელ ომს იწყებს, უშიშროების საბჭოში მისი წევრობა ავტომატურად უნდა შეჩერდეს
Next: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.