„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კეზერაშვილს დაუჭირეს მხარი, შესაბამისად, მისი გავლენა პარტიაზე პრაქტიკულად აბსოლუტურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა და თქვა, მე კეზერაშვილის დაფინანსებას ვიღებდი და ამის მიღება აღარ მინდა იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქიული გავლენა ჩემს პარტიაზე და ჩემზე. მისი პარტიის პრაქტიკულად ყველა წევრი მეორე დღეს გამოვიდა და გააკეთეს განცხადებები, რომ ნიკა მელია არ იყო მართალი და ამბობს არას, ანუ კეზერაშვილს დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, კეზერაშვილის გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არის პრაქტიკულად აბსოლუტური. ძალიან კარგად გვახსოვს ეს ადამიანები, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებდნენ და შემდეგ ისინი იცავდნენ“,- განაცხადა დავითულიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა. ამის შესახებ პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ღიად საუბრობენ. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. ორად გაყოფილი პარტიიდან ნაწილი თავმჯდომარეს უპირისპირდება მეორე კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ...