Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები

მარშალ პრესი 26/09/2022
გოგა ხაინდრავა

არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციების გამართვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე საპროტესტო გამოსვლების გამართვის გეგმა არსებობდა, თუმცა იგი ჩავარდა.

„ეს გეგმა არსებობდა და ჩავარდა. სექტემბრის ბოლოა, ოქტომბერი და მერე ზამთარი იწყება. არანაირი გამოსვლები არ იქნება, რადგან გამოსვლებს აწყობს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკურ პარტიები, თუ მაგის ნიჭი და უნარი შესწევდეთ და ორგანიზაციული შესაძლებლობები, ამ პროტესტის სათავეში ექცევიან და პროტესტს მიმართავენ იმ მიმართულებით, რაც იმ პოლიტიკურ ვითარებას სჭირდება. საზოგადოებაში არანაირი პროტესტი არ არის. ჩემი 30-წლიანი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, ხელოვნურად ამას ვერ გამოიწვევ. ეს ხალხში უნდა დაიბადოს და თუ შენ ნიჭიერი პოლიტიკოსი ხარ, შენ ამას იგრძნობ და ამ პროტესტს იმ გზაზე წაიყვან, რომელიც შენთვის იქნება საინტერესო“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აღარ უნდა პროტესტები, ქუჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება, არამედ დინამიკური განვითარება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა წინ მიდის. თუნდაც, რეგიონში აბსოლუტურად უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. შესაძლოა, ამას ჯიბეზე ქართული საზოგადოება ვერ გრძნობს, მაგრამ პერსპექტივას ხედავს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

Continue Reading

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კეზერაშვილს დაუჭირეს მხარი, შესაბამისად, მისი გავლენა პარტიაზე პრაქტიკულად აბსოლუტურია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025