Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მაქარაშვილი და ბერძენიშვილი, რომლებიც საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ, დამარცხდნენ და მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან მათი ბრძოლა უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია

მარშალ პრესი 22/09/2022
ლადო ბოჟაძე

რადიკალური ოპოზიცია, კვლავ ქუჩის აქციებით, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით და ბლოკირებით იმუქრებიან, არადა შენობის ბლოკირება ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობითაც კი ისჯება. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა დასავლური ღირებულებებისთვისაც კი სრულიად მიუღებელია და ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გიგა მაქარაშვილისა და ზურაბ ბერძენიშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ დავას.

მისი თქმით მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან რადგან მათი ბრძოლაც და ბრძოლის მეთოდებიც უსამართლო, უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„მაქარაშვილი და ბერძენიშვილი რომლებიც საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ და ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებდნენ, დამარცხდნენ და მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან რადგან მათი ბრძოლაც და ბრძოლის მეთოდებიც უსამართლო, უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ.

Continue Reading

Previous: პრობაციის ეროვნული სააგენტო: გურიის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს
Next: დავით ქართველიშვილი: რუსთავი-2-ის საქმეს, მეგის ქარდავას “ლტოლვილობას”, სააკაშვილის “წამებას”, ახალაიას მიმართ “არაადამიანურ მოპყრობას” – დღეს მარქარაშვილ/ბერძენიშვილის “ავტოგოლებიც” მიემატა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025