Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრობაციის ეროვნული სააგენტო: გურიის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს

მარშალ პრესი 22/09/2022
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

გურიის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოფისი სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მოინახულა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა.

„ამ დრომდე რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება ხდებოდა საჭირო. მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მენეჯერის თინათინ ზედგინიძის თქმით, სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ.

ამ დროისთვის მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურსა და ოზურგეთში მოქმედებს; წლის ბოლომდე კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაიხსნება“, – აცხადებენ სააგენტოში.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.

Continue Reading

Previous: სოსო არჩვაძე: რომ არა ნავთობპროდუქტების დასახელებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.
Next: ვლადიმერ ბოჟაძე: მაქარაშვილი და ბერძენიშვილი, რომლებიც საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ, დამარცხდნენ და მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან მათი ბრძოლა უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025