Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც წერილების გამოქვეყნება დავიწყეთ, კელი დეგნანი თითქმის ყოველდღე დადის რეგიონებში – ხან ფერხულის ცეკვაში ჩაერთვება სვანეთში, ხან მეტანიებს აკეთებს მცხეთის ჯვარზე, დადის ტელევიზიებში და 6 მილიარდს გვახსენებენ

მარშალ პრესი 19/09/2022
კელი დეგნანი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა, მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა. სუბარის განცხადებით, ბოლო დროს, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ელჩი დაყვედრების ტონით საუბრობს.

„სულ ვიცოდით, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვეხმარება, მაგრამ რამდენი მილიარდი იყო, ნაკლებად იყო ცნობილი. ბოლო პერიოდში, ერთგვარი კამპანიის, დაყვედრების, დამადლების სახე მიიღო იმან, რომ აშშ 6 მილიარდით გვეხმარება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამას ხშირად ახსენებს ელჩი – ქალბატონი კელი დეგნანი, რომლის აქტიურობასაც რომ ვუყურებ ბოლო პერიოდი, ასე მგონია, რომ საქართველოში, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. რაც ჩვენ წერილების გამოქვეყნება და კითხვების დასმა დავიწყეთ, აქტიურად, თითქმის ყოველდღე დადის რეგიონებში – ხან ფერხულის ცეკვაში ჩაერთვება სვანეთში, ხან მეტანიებს აკეთებს მცხეთის ჯვარზე, ყოველდღიურად დადის ტელევიზიებში და პერიოდულად, ამ 6 მილიარდს გვახსენებენ. როცა თემით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ, როცა 6 მილიარდზეა ლაპარაკი, სინამდვილეში, ეს თანხა 4,5 მილიარდზე ოდნავ ნაკლებია, ანუ დაახლოებით 25%-იანი მატება საიდან მოიტანეს, ვერ გეტყვით. მეორე – ამ თანხიდან, მილიარდზე მეტი საქართველოში უბრალოდ არც გადმორიცხულა, არც ვიცი, სად და როგორ დარჩა, მაგრამ დაახლოებით 3,5 მილიარდამდე გადმოირიცხა საქართველოში. თუ ჩავყვებით იმას, თუ ეს 3,5 მილიარდი რაში დაიხარჯა, აღმოჩნდება, რომ ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს განვითარებასა და მომავალს არ მოხმარებია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ამერიკის საელჩომ გვითხრას, მთლიანობაში თანხის რა მოცულობა დაიხარჯა ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის განვითარებაზე
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაეროსა და საქართველოს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.