Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება

მარშალ პრესი 19/09/2022
ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

„ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

9 ივნისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს“, – თქვა ბურჭულაძემ პარლამენტში.

Post navigation

Previous: ჯუანშერ ბურჭულაძე: ნუ დახატავთ ისე, თითქოს გადინება გვაქვს, სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე
Next: სოზარ სუბარი: ამერიკის საელჩომ გვითხრას, მთლიანობაში თანხის რა მოცულობა დაიხარჯა ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის განვითარებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.