Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი აშშ-ს მიერ განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ: მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. გვინდა, ეს თემა, ცალკე, განხილვის საგნად ვაქციოთ

მარშალ პრესი 19/09/2022
სოზარ სუბარი

,,როდესაც, ჩვენ ვთქვით, რომ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, ეს ზუსტად, იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა, ცალკე, განხილვის საგნად ვაქციოთ. რადგან, ეს თემა ცალკე საკითხია,’’ – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რას გულისხმობდნენ ,,ხალხის ძალის’’ წევრები გამოქვეყნებულ წერილში – ამერიკელების მიერ, განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციების შესახებ.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოძიებულია და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

,,გვაქვს ინფორმაცია მოძიებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება. რადგან, ამ საკითხს შევეხეთ, აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს აქტიურობას, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულ წილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება ,,ხალხის ძალის’’ გაფართოება, ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა,’’ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე: ნუ დახატავთ ისე, თითქოს გადინება გვაქვს, სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.