Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაცილებით უფრო აღებს კარს ევროპისკენ ღირსეული პოზიცია, როცა აგრძნობინებ პარტნიორებს: „მე კი მინდა თქვენთან ვიყო, მაგრამ იმ დოზით, რა დოზით თქვენ ხართ დაინტერესებულები, რომ ვიყო თქვენთან. მე არ ვარ მათხოვარი“

მარშალ პრესი 19/09/2022
პეტრე მამრაძე

ნამდვილად გვაქვს ფუფუნება, პარტნიორებს თანასწორად ვესაუბროთ. ეს არ არის ფუფუნება. ეს არის კულტურის, ღირსების და პოლიტიკის საკითხი, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„გავითვალისწინოთ ორი რამ: პირველი არის საქართველოს ფუნქცია. პუტინი იმუქრება, რომ ევროპას მთლიანად გაყინავს. ვერ გაყინავს. მაგრამ დამატებით ენერგეტიკა სჭირდებათ. [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ] ალიევთან ჩავიდნენ ევროპელები, მოილაპარაკეს. ამ ყველაფერმა საქართველოზე უნდა გაიაროს. საქართველო ხდება საჭირო. და პრაგმატიზმ ისეთი რამ არის, რომ ლობირებაზე მაღლა დგება. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი – ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის განცხადებები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ამბების საკმაოდ მწვავე, სწორი და ადეკვატური შეფასება. ესენი კი ითხოვენ, უფრო აგრესიული უნდა იყოსო. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ გაცილებით უფრო აღებს კარს ევროპისკენ ღირსეული პოზიცია, როცა აგრძნობინებ პარტნიორებს: „მე კი მინდა თქვენთან ვიყო, მაგრამ იმ დოზით, რა დოზით თქვენ ხართ დაინტერესებულები, რომ ვიყო თქვენთან. მე არ ვარ მათხოვარი“, – აღნიშნა მამრაძემ.

Post navigation

Previous: გიგლა ბარამიძე: ნაციონალური სექტა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გაურთულდეს 12 პუნქტის შესრულება – ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, 12 პუნქტს შევასრულებთ, ამათ თუ არ უნდათ, იტანტალონ ქუჩა-ქუჩა
Next: ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.