Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 19/09/2022
აშოტ სმბატიანი და ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს“, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის ელჩად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან რუბენ სადოიანი შეცვალა.

Post navigation

Previous: დავით ბაქრაძე: ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება
Next: ერდოღანი: ჩვენ გავაქრობთ ტერორის ბნელ ჩრდილს ჩვენი რეგიონიდან – ველით, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენთან თანამშრომლობით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“, „სახალხო თავდაცვის გაერთიანებისა“და „გიულენის ორგანიზაციის“ წინააღმდეგ იბრძოლებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.