Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კულტურის სამინისტრო ქართველ ქორეოგრაფ ლაშა მძინარაშვილს დიდ საერთაშორისო გამარჯვებას ულოცავს

მარშალ პრესი 18/09/2022
კულტურის სამინისტრო

ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და დუბლიორმა ლაშა მძინარაშვილმა მსოფლიო კასკადიორთა ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ დაჯილდოების ცერემონიალზე, Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია“.

ლაშა მძინარაშვილი არის პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

მან რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში The King’s Man მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ქართული ცეკვის ელემენტები ჰოლივუდში წარადგინა. გამორჩეული ქორეოგრაფიით კი ჟიურის, მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ლაშა მძინარაშვილს ამ გამარჯვებასა და აღიარებას, წარმატებას და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.

ინდორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

Post navigation

Previous: აზერბაიჯანის საგარეო უწყება – აზერბაიჯანის მისამართით ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია
Next: სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონს ეწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.