IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჭიათურის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა.

ბავშვის მამა ეზოში ელექტროსადენებს აკეთებდა, რა დროსაც მოზარდმა, სავარაუდოდ, სადენს ფეხი დააბიჯა.

“მამა აკეთებდა რაღაცას, ბავშვმა გაიარა იმ ადგილზე და ალბათ, ფეხი დააბიჯა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს,” – ამბობს ჭიათურაში მცხოვრები თეონა მენაფირე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება