IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს ბოლო დღეა ვითხოვ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და შემხვდეს, რათა ნდობის ფაქტორი გამოვუცხადო მას, რომ ჩემი შვილის საქმე ნამდვილად იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახს მთავრობის ადმინისტრაციიდან და პრესსამსახურიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ოჯახი აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარია მათ არ შეხვდება, გამოძიებას უნდობლობას გამოუცხადებენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება