Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა

მარშალ პრესი 17/09/2022
მერია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კრიმინალური პოლიციის დახმარებით, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

უწყების ცნობით, მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე, შპს “ეკომედის” მანქანით, სამედიცინო ნარჩენები სისტემატურად იყრება.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომპანიის ბრალეულობა უარყო და პასუხისმგებლობა მძღოლს, ვ.ს.-ს დააკისრა. ვ.ს.-მ აღიარა კანონდარღვევა. კანონის თანახმად, ის დაჯარიმდა ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილით (5000 ლარის ოდენობით).

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნულზე ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდა.

საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიის უფლებამოსილების მოძიება სახიფათო და სამედიცინო ნარჩენების გადაზიდვაზე, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განადგურების ლიცენზიისა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს საწარმო,სადაც უტილიზაცია უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: მიხეილ სარჯველაძე CREDIT Suisse Group-ზე: არც ერთი დეკლარირებული და გაცხადებული პოზიცია, რაც ამ დრომდე არსებობდა, არ ხსნის იმ კოშმარულ დარღვევას, რომელიც მათ დაუშვეს
Next: The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025