Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ასეთი კომფორტული და სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა

მარშალ პრესი 15/09/2022
ჯუანშერ ბურჭულაძე

ზოგადად შემოდინება და გადინება ჯარიდან ცოცხალი პროცესია და ამას ჩვენ ვუპირისპირებთ იმ პირობებს, რაც მოვახერხეთ და ჯარში შევქმენით. ასეთი კომფორტული და სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა, თუმცა ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ დაგვისრულებია იმით, რა შედეგსაც მივაღწიეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიდან გადინების პროცესი არის ცოცხალი პროცესი, როგორც გადინების, ისე შემოდინების.

„ასევე, ამ დისკრედიტაციის ფარგლებში ხდება ზუსტად იმ მიმართულების დისკრედიტაცია, რაზეც ჩვენ ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ. ასეთია მაგალითად უნიფორმა, და საცხოვრებელი პირობები ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. როდესაც ჩვენ პირველად ვიყიდეთ „ლოვა“, ჩვენგან გაიგზავნა წერილი, რომ ეს „ლოვა არის“ თუ არა ნამდვილი და ხომ არ მზადდება სადღაც მეორად ქარხანაში. გერმანელებისგან მივიღეთ გამაოგნებელი წერილი, მათ აღნიშნეს, რომ ასეთი წერილი არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ მიუღიათ. ეს არის იმ დისკრედიტაციის კამპანია, რაც ჩვენ წინააღმდეგაა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან ჯარის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ყველა ვიაზრებთ იმას, რომ ჯარის რიცხოვნობა არის საიდუმლო ინფორმაცია, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება. როდესაც ჩვენ ამას ვებრძვით და ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ჯარიდან გადინებაა და ამაზე აპელირებას ვაკეთებთ, ეს შემიძლია შევადარო ერთადერთი იმ მოვლენას, რაც მოხდა ერეკლე მეორის დროს, ჩვენი არაკეთილმოსურნეები ამბობდნენ მაშინ, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავს. ჯარიდან გადინების პროცესი არის ცოცხალი პროცესი, როგორც გადინების, ისე შემოდინების. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევამციროთ და მივიღოთ ის სტანდარტი, რაც უნდა ჰქონდეს ანალოგიურ სახელმწიფოს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს
Next: თავდაცვის მინისტრი: ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა – ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.