Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

მარშალ პრესი 15/09/2022
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მყოფი სამი პოლიტიკური პარტიის მიზანი 12 პუნქტის შესრულების ჩაშლა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიღწევაა.

„პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი პრინციპულად არიან გამიჯნულები იმ სამუშაო პროცესისგან, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. არ ვიცით, რამდენი განცხადება დასჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთონ, თუმცა დღეს აშკარაა, რომ ეს სამი პოლიტიკური პარტია პირდაპირაა დაინტერესებული საბოტაჟითა და იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, ის საქმიანობა, რომელსაც გოგაშვილი ახორციელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, კარგად ანაზღაურებადია
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე: ასეთი კომფორტული და სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.