Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin

მარშალ პრესი 14/09/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება.

„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ოლაფ შოლცი: საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული
Next: ერდოღანი: სომხეთის დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ მიუღებელია და ამას შედეგები მოჰყვება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.