Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა

მარშალ პრესი 14/09/2022
პრემიერი

ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებაში არის თანმიმდევრული.

„მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის თანმიმდევრული იმ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ამ სიტუაციაში, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის რა თქმა უნდა, მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული, ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიყვებით. გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და ამას სჭირდება ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება, სწორედ, ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებს, მივიღოთ კანდიდატის სტატუს. ჩვენ შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს“,- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ოლაფ შოლცი: ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.