IMG.GE IMG.GE

თამარ ბაჩალიაშვილი მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს, მას ფეხსაცმელები არ ეცვა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს, რომელსაც ოჯახის ინტერესების დამცველი მიხეილ რამიშვილიც ადასტურებს.

„თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები“, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, ჯერ-ჯერობით უჭირს რაიმეს თქმა ან ვერსიებზე საუბარი, თუ რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება