ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, საქართველოს ხელისუფლების მიერ, უკრაინის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებსა და უკრაინის ხელისუფლების საპასუხო ქმედებებზე წერს:
უკრაინის ხელისუფლების ,,მეგობრული” ნაბიჯები საქართველოს მიმართ:
1. ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს ოდესის ოლქის გუბერნატორად;
2. დაუსწრებლად მსჯავრდებული მიხეილ მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ;
3. ბრალდებული და მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი დანიშნეს გენერალური პროკურორის მრჩევლად;
4. ადეიშვილის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე დანიშნეს გენერალური პროკურორის მოადგილედ;
5. მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე დანიშნეს შს მინისტრის მოადგილედ;
6. ხატია დეკანოიძე დანიშნეს ეროვნული პოლიციის უფროსად;
7. ძებნილი, ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე დანიშნეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
8. გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ჯალათი, მწამებელი მუხაძე – ,,ქილერა” პოლიტიკურ დევნილად შერაცხეს და თავშესაფარი მისცეს;
9. საქართველოსაგან მოითხოვეს მოხალისე ბოევიკების რეკრუტირება, ანუ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა;
10. საქართველოს მოუწოდეს, გაეხსნა მეორე ფრონტი, რათა რუსეთს უკრაინული ქალაქების დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გარდა სხვა საქმეც გასჩენოდა (დანილოვის განცხადება), ანუ დაებომბა ქართული ქალაქებიც და დაეხოცა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობაც;
11. გაიწვიეს ელჩი;
12. საქართველოს აბრალებენ ,,შავ ხვრელობას” და რუსეთისათვის იარაღისა და სამხედრო მასალის მიწოდებას.
საქართველოს მეგობრული პასუხი უკრაინის ხელისუფლების ,,მეგობრულ” ქმედებებზე:
1. საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია;
2. საქართველო თანაავტორად დაუდგა უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას გაერო-ში;
3. საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისათვის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებას;
4. საქართველო შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების კოლექტიურ სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში.
5. საქართველომ რამდენიმე ათეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში;
6. საქართველო იფარებს და პატრონობს უკრაინელ ლტოლვილებს;
7. საქართველოს საჯარო სკოლებში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისათვის საგანგებოდ იხსნება უკრაინულენოვანი სექტორი.
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი