Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას – ლევან ქარუმიძე

მარშალ პრესი 05/04/2022
ლევან ქარუმიძე

რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას, ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთან დაკავშირებით იქნება კომუნიკაცია პარტნიორებთან. როგორც ლევან ქარუმიძე აღნიშნავს, ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა.

„დღეს დილიდან, რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას.

ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში. ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა. უშუალოდ კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტს და მის პოზიციას, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი“ – აცხადებს ლევან ქარუმიძე.

Continue Reading

Previous: დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
Next: უკრაინის ხელისუფლების ,,მეგობრული” ნაბიჯები საქართველოს მიმართ – ჯაბა ხუბუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025