Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს პატივს მივაგებთ 9/11-ში დაღუპულ 3000 ადამიანს და ვაფასებთ მათ, ვინც ცხოვრება ხალხის სამსახურში ყოფნას მიუძღვნა

მარშალ პრესი 11/09/2022
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2001 წელს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის 21-ე წლისთავს ეხმიანება.

„აშშ-ში მომხდარი საშინელი ტერაქტის შემდეგ 21 წელი გავიდა. დღეს პატივს მივაგებთ 9/11-ში დაღუპულ 3000 ადამიანს და ვაფასებთ მათ, ვინც ცხოვრება ხალხის სამსახურში ყოფნას მიუძღვნა. ასევე კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საკუთარ ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევებისადმი“, – წერს პაპუაშვილი.

2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მოგვიანებით კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა პენტაგონის დასავლეთ ფასადს შეაჯახეს, მეოთხე თვითმფრინავში, კი მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

შემზარავ ტერორისტულ აქტებს 2977 ადამიანი ემსხვერპლა.

Post navigation

Previous: უნდათ, რომ გამომიყვანონ, როგორც ბუა, ცუდი ადამიანი. მაგრამ რატომ ვარ ცუდი ადამიანი მათთვის? იმიტომ, რომ „იმედს“ ვფლობ – ყველა ლეგალურ მეთოდს გამოვიყენებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მობრუნდეს
Next: ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის უბრალოდ აუხსნელია რატომ დებს ამხელა ძალისხმევას საქართველოსა და საქართველოს გასაკრიტიკებლად ბატონი არახამია, რატომ ირჯება ასე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.