Skip to content
04/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურა: 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4592 პირის მიმართაა დაწყებული

მარშალ პრესი 10/09/2022
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც ადასტურებს 2014 წლიდან სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ყოველწლიური, მნიშვნელოვანი ზრდა. 2014 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 550 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 5144 პირის მიმართ, რაც შეეხება 2022 წლის 8 თვის მონაცემებს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ.

2014-2021 წლებში, ასევე მზარდია პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა.

როგორც დევნის დაწყების და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, პროკურატურა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმის ან/და ლიბერალური სისხლის სამართლის პრინციპების გამოყენება არ მომხდარა.

Continue Reading

Previous: პროკურატურა: 2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით – 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით – 94 ქალის მკვლელობა
Next: ქალბატონო სალომე, ნუ იწვალებთ თავს და ნურც საქართველოს ტანჯავთ! მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, გადადექით!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025