IMG.GE IMG.GE

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტირება სხვა ბაზრებზეც ტარდება, თუმცა ამ ეტაპზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება.

რანდომული კვლევის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას და ასევე გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება