Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ

მარშალ პრესი 08/09/2022
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.

„საფრთხეები ყოველთვის იყო. საფრთხეები და გამოწვევები არ გამქრალა. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ეს გამოწვევები და საფრთხეები. ასე ვიმოქმედებთ ჩვენ მომავალში. ჩვენი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Post navigation

Previous: ეს თუ მოქალაქეების კონტროლია, ეს არის წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი – ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებაზე
Next: ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა – ჟოზეფ ბორელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.