
ეს არის მარტივი აბსურდი, არ ვიცი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელისუფლება არის ომის მდგომარეობაში, შესაბამისად ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის ხელისუფლების მძიმე ბრალდებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით, რუსული კონტრაბანდის გატარება ხდება, ასევე რუსეთს მიეწოდება იარაღი.
“სხვა შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შემდეგ ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაც დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ისევ და ისევ უკრაინელების ინტერესების გათვალისწინებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.