Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლი არის, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან

მარშალ პრესი 01/09/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლი არის, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოვისმინე ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა, პოლემიკა, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდეგი განვრცობა და მისი გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საჭირო. მინდა ყველას შევახსენო – მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით.

ყველა სახელმწიფოს, და მათ შორის ამერიკას, რომელიც არის ნომერი პირველი სახელმწიფო მსოფლიოში თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, ელჩი, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას და მის წარმომადგენელს, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა, ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იგი ჩართულია ყველა იმ პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული არაერთი მიმართულებით
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.