Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს – მამუკა მდინარაძე ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 30/08/2022
მამუკა მდინარაძე

ირაკლი კობახიძემ ამ ხალხს უსამშობლო რომ დაარქვა და ახლა მოდი სასწრაფოდ რამდენჯერმე გავიმეოროთ, იქით შევუტრიალოთ სიტყვა უსამშობლო, თორემ საშინელება დაგვემართაო, ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს, შეცდომაში ვერ შეიყვანს და ფაქტი ფაქტად დარჩება, რომ ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თანმიმდევრულად მუშაობა რეკომენდაციების შესრულების საწინააღმდეგოდ.

„ეს არათანმიმდევრულობა არ არის, ეს არის თანმიმდევრულად მუშაობა რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, საბოტაჟის გასამართლებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ რამენაირად ეს რეკომენდაციები ვერ შესრულდეს. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, ეს არის ის პუნქტი, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის წესს. ვერ მოითმინეს დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა კლასტერმა, მიუხედავად იმისა, რომ დილით დაადასტურეს, შემდეგ მონაწილეობაზე უარი თქვეს ამ პროცესში. ანუ, ფაქტი, ახლა ვინ როგორ შეაფასებს ეს მეორე საკითხია, მაგრამ პროცესში, რომელიც ამ პუნქტის შესრულებისკენ არის მიმართული ისინი მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ეს არის ფაქტი. როგორ შეფუთავენ ამას მრავალწახნაგოვნებით თუ რაღაც ახალ, ისეთ მდარე პიარულ სვლებს განახორციელებენ როგორც აქამდე, მაგალითად ირაკლი კობახიძემ ამ ხალხს უსამშობლო რომ დაარქვა და ახლა მოდი სასწრაფოდ რამდენჯერმე გავიმეოროთ, იქით შევუტრიალოთ სიტყვა უსამშობლო, თორემ საშინელება დაგვემართაო, ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს, შეცდომაში ვერ შეიყვანს და ფაქტი ფაქტად დარჩება, რომ ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება
Next: აგენტურით ნამდვილად მდიდარი ქვეყანა ვართ, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი აგენტი ჩვენთან მოდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.