Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება

მარშალ პრესი 30/08/2022
299994448_2430490650425492_7807973979253382549_n

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება . სამუშაოები ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად მოინახულა.

,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვაშნარის ნაქალაქარზე დაიწყო არქეოლოგიური კვლევა-ძიების ახალი ეტაპი. ამჯერად ყურადღება გამახვილებულია აქ არსებული მარტირიუმისა და სამნავიანი ბაზილიკის გაწმენდით სამუშაოებზე. არქეოლოგებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ვაშნარის ნაქალაქარი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები თავისი ისტორიული მნიშვნელობით ძალიან დიდია.

ჩვენი მიზანია, რომ ვაშნარი გავხადოთ ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომლითაც დაინტერესდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ვიზიტორები. ამ პროცესის მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“,- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს – მამუკა მდინარაძე
Next: ასეთ მდარე პიარს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოებას ვერ მოატყუებს – მამუკა მდინარაძე ნაც.მოძრაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.