Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან მუსელიანი: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია მიღწეულია. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლის დამუშავება მიმდინარეობს

მარშალ პრესი 27/08/2022
ბორჯომიუს ტყე

მეხანძრე-მაშველების 24-საათიანი მუშაობის შედეგად მიღწეულია ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კერებზე მუშაობს ავიაცია და ხდება ამ კერების დამუშავება

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების 24-საათიანი მუშაობის შედეგად მიღწეულია ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. სირთულეს წარმოადგენს რელიეფი, რომლის შედეგადაც ვერ ხერხდება ხანძრის კონკრეტული კერებზე შესვლა. აღნიშნულ კერებზე მუშაობს ავიაცია და ხდება ამ კერების დამუშავება, ხანძრის ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და ასევე თავდაცვის ძალები“, – განაცხადა მუსელიანმა.

მერვე დღეა ბორჯომსა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ებრძვიან. დილიდან მუშაობა განაახლა ავიაციამ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის სამი თვითმფრინავი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერების რაოდენობა, მნიშვნელოვნად აღემატება, დარჩენილ ღია კერებს.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმითაა გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი
Next: სვანეთი მსოფლიოს მოლაშქრეებს მასპინძლობს – HIGHLANDER Georgia-ს პირველი დღე დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.