Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმითაა გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი

მარშალ პრესი 27/08/2022
გიორგი ვოლსკი

ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია თავად კომისიის მიერაა გადასახედი, კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს, შევიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზე, თუ როგორ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება Twitter-ზე, სადაც საუბარია, თუ როგორ აფასებს ვენეციის კომისია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს. მითითებულია ბმული, რომელზეც გადასვლის შემდეგ კი საუბარია სხვა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმითაა Twitter-ზე გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რაზედაც პრინციპული შენიშვნები არ ჰქონია. ერთი ჰქონდა, რომელიც მის მიერვე მოცემულ რეკომენდაციას ეწინააღმდეგებოდა.

ეს კანონი ჯერ კიდევ მარტიდან არის დამუშავების პროცესში და უკვე 7 ივნისს მესამე მოსმენით წარმოდგენილი. დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს, რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონპროექტს.

ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია თავად კომისიის მიერაა გადასახედი და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი, ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს, შევიდეს. ვფიქრობთ, ვეტოს დავძლევთ და კანონპროექტი მიღებული იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პროექტი ნაჩქარევად მიიღეს და დამატებით დამუშავება სჭირდება.

Post navigation

Previous: Rasmussen Reports-ის გამოკითხვა: ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ზედმეტად პოლიტიზებულია
Next: ლევან მუსელიანი: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია მიღწეულია. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლის დამუშავება მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.