Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინ იფიქრებდა, რომ “საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი” ასე შორს თუ გაფრინდებოდა – დავით ქართველიშვილი სოსო გოგაშვილზე

მარშალ პრესი 26/08/2022
დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც მისი ადვოკატის დიმიტრი მჭედლიშვილის შესახებ საუბრობს.

„სოსო გოგაშვილს გაუკეთეს პერსონალური გვერდი ფბ-ზე, წარწერით: “პოლიტიკური მოღვაწე”. ანუ, წელიწადი არ გადის, ამ უნიკალურ პერსონაჟს ახალი სტატუსი არ გამოუჩნდეს. ვინ იფიქრებდა, რომ 1989 წელს, თსუ-ს მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილების აბიტურიენტი და 1998 წელს თსუ-ს სიღნაღის ფილიალის კურსდამთავრებული, სპეციალობით “საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი” – ასე შორს თუ გაფრინდებოდა: ვიცე-პოლკოვნიკი, სუს-ის ვიცე-შეფი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი, “უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის” დამფუძნებელი, “სახალხო პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრი, აწ უკვე “პოლიტიკური მოღვაწე”, აწ უკვე – “პოლიტპატიმარი”.

ამ შთამბეჭდავ სიას აკლია “მონსენიორის” წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი. დღეს მას მორიგი “ეპისტოლე” დაუწერეს, საიდანაც თვალში მომხვდა ერთი საინტერესო წინადადება: “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’.

ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა”. აი აქ კი შევეცდები გარკვეული დახმარება გავუწიო “საჯარო მმართველობის დოქტორს” და “ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს”. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი – სად გაქრებოდა დიმიტრი მჭედლიშვილი. პირადად ვიცი – როგორ “ქრებიან” გოგაშვილის ირგვლივ ადამიანები.

ის ჯერ ცხინვალში გადავიდოდა, სადაც სოსოსთან მისატან საიდუმლო მასალებს გაიტანდა, იქიდან – მოსკოვში გადაიყვანდნენ, მერე – ციხეში ჩასვამდნენ, მერე – გამოუშვებდნენ, და ამჟამად – მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. მის პოვნაში გოგაშვილს შეიძლება დავით მაყიშვილმა აღმოუჩინოს დახმარება, რომელსაც აღწერილი მარშრუტით გაუჩინარებული ადამიანების ძებნის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია. თუმცა, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო “რთული” ახსნა მოეძებნოს – კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, “ჩაეხსნა” ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, ორი სავარაუდო ვარიანტი გავაჟღერე. ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რით დავეხმარო – არ ვიცი. “ემპათიის” ფსიქიატრების დასკვნებს დაველოდები“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
Next: ზურაბ ქადაგიძე: ხალხს დასცინიან “წალენჯიხაში რეფორმები გრძელდებაო”… რეფორმები კი არა, ყველა, ვინც ხმა მისცა ამ მუქთახორას, ძალიან მწარედ ნანობს გადაწყვეტილებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.