Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

მარშალ პრესი 26/08/2022
300427528_447172344013661_3812660254717898947_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

,მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დავათვალიერეთ გურიის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასრულდა ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. ასევე, პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს, რომლებიც განსაზღვრულ ვადებში დასრულდება, “ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს.

Post navigation

Previous: ეეჰ ჩემო სოსო, ეგრე დაიწყო მიშამაც. ჯერ რევოლუციაო, მერე ტექნიკური მთავრობაო და ბოლოს არ ვარ მე ის კაციო
Next: ვინ იფიქრებდა, რომ “საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი” ასე შორს თუ გაფრინდებოდა – დავით ქართველიშვილი სოსო გოგაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.