მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის პოსტს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხთ ყველა ჯოხს. ჩემი სოლო კონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი… სულ „პუტინ ხ**ლო” ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის რას ფიქრობს რუსეთზე… ვიცი ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში. უბრალოდ დავაფიქსირე ფაქტი“, – წერს მღებრიშვილი.
პოსტის კომენტარებში ხალვაშის მხარდამჭერი კომენტარი დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმაც დაწერა.
„სოფოს მიერ მხარდაჭერილი ჩვენი ბათუმის ფესტივალიც წელს აგვისტოში მთლიანად უკრაინას ეძღვნებოდა და ომის თემაზეც აქტიურად ვსაუბრობდით სცენიდან, ასე რომ ძალიან მიკვირს და ვერ ვიჯერებ ამ ამბავს… და ვუერთდები შენს ბოლო წინადადებას: ვმეგობრობთ და ვიცი მისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების და ოკუპანტი აგრესორი რუსეთის მიმართ!“ – წერს რაჭველი.
სოფო ხალვაშის თქმით, „ტვ პირველი“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის ხელს უშლის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში და ღონისძიებაზე ომის ხსენებას კრძალავს.
ნიკა მელიამ, Facebook – ში, ერთი ვიდეოს რეკლამაში 8 000 დოლარი...