Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეეცადნენ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას – ბათუმის მერი ”ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციაში ადანაშაულებს

მარშალ პრესი 24/08/2022
2052

ბათუმის მერი უკრაინის მოქალაქეების მიერ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანმა ”ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

მერის თქმით, ღონისძიება “საოცრებათა მოედანზე” აუცილებლად გაიმართება. მან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც მიმართა. მისი განცხადებით, ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტით, რომ გუშინ მედიაში ბათუმის მერის მოადგილის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმოწერა გავრცელდა.

“შეეცადნენ მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა ერთ კონრეტულ ფაქტზე გავამახვილო კვლავ ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ტელევიზიებით.დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე,”- აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

Post navigation

Previous: ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას – ტიტე აროშიძე
Next: მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხთ ყველა ჯოხს. ვიცი მისი აზრი უკრაინისა და უკრაინელების შესახებ, მათ შორის რას ფიქრობს რუსეთზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.