Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

შარლ მიშელი: ყირიმი უკრაინაა – რუსეთის აგრესია 2022 წლის თებერვალში არ დაწყებულა, ის 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით დაიწყო

მარშალ პრესი 23/08/2022
შარლ მიშელი

„ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ აღიარა და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას.

„ყირიმი უკრაინაა. რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში. ის 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო რუსული აგრესიის, უკანონო ქმედებებისა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამ ომმა დიდი ტანჯვა გამოიწვია მილიონობით უკრაინელისთვის“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ თებერვლიდან რუსეთი ყირიმს უკრაინის სხვა რეგიონებში შეჭრის პლაცდარმად იყენებს.

„ჩვენი მხარდაჭერა უპრეცედენტოა. უკრაინას ძლიერ მხარდაჭერას ვუწევთ ჰუმანიტარული, მაკროფინანსური დახმარების სახით, მხარდაჭერას ვუწევთ ლტოლვილებს, უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას და ასევე ვუერთდებით უკრაინის აღდგენის ძალისხმევას. თქვენი მომავალი ევროკავშირთანაა. დიდი ოცნება მაქვს, რომ მეც შევძლებ შემოგიერთდეთ, ბატონო ვოლოდიმირ, ყირიმში მოგზაურობაში. ასევე მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაგმოს რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

Post navigation

Previous: ზელენსკი: უკრაინა ყირიმს ნებისმიერი საშუალებით დაიბრუნებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის
Next: “დედააა აგი ნაციონალი ყოფილა” – ზურაბ ქადაგიძე ლადო აფხაზავაზე: დარწმუნებული ვიყავი ამ კაცის პიარი ნაცმედიის მხრიდან შემთხვევითი არ იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.