Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Reuters: მიმდინარე წელს თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა

მარშალ პრესი 22/08/2022
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მიმდინარე წელს თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გაზარდა, რაც დღეში 200 000 ბარელს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი დღეში 98 000 ბარელს შეადგენდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 აგვისტოს განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ მხარეები გაააქტიურებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში.

პუტინი და ერდოღანი ასევე შეთანხმდნენ, გააძლიერონ ვაჭრობა და ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა.

Continue Reading

Previous: ჯუანშერ ბურჭულაძე: ვფიქრობთ, რისკები შემცირებულია, იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით
Next: სოზარ სუბარი „ისფედზე“: ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. თუ რევოლუციონერობა სურთ და ლენინის გზაზე დადგომა, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025