Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ვფიქრობთ, რისკები შემცირებულია, იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით

მარშალ პრესი 22/08/2022

ვფიქრობთ, რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც ვთქვათ, გუშინ იყო, უკვე თავიდან არის არიდებული და იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოხდა იმ კერების ლოკალიზება, რაც შეიძლებოდა გავრცელებულიყო დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მოვინახულე სტიქია, რომ სამომავლო რისკები შეგვეფასებინა, გადაწყვეტილება მიგვეღო, არის თუ არა აღნიშნულ ღონისძიებაში ჯარის ჩართვა საჭირო. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა განკარგულება გამოსცა, რის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთო. ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ საჭირო იყოს, ასევე, ცოცხალი ძალა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და ის რისკები, რაც ვთქვათ, იყო გუშინ, უკვე თავიდან არის არიდებული და იმ კერების ლოკალიზება მოხდა, რაც შეიძლებოდა დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე
Next: Reuters: მიმდინარე წელს თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.