საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, გამოქვეყნდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია და მათი ბიოგრაფიები. პრეზიდენტმა ღია კონკურსისთვის დავით ფეტვიაშვილის, გიორგი მარსაგიშვილისა და ნათია წიპტაურის კანდიდატურები წარადგინა.
ამასთან, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.
