Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს

მარშალ პრესი 20/08/2022
მიხეილ სარჯველაძე

ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემ, რომ პოლიტიკურ პარტიად არ ითვლებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგას ISFED-მა ისეთი, რომ ის დარჩეს იმ სტატუსის მატარებლად, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ვმუშაობდეთ, სამუშაოდ ერთად ვისხდეთ ადამიანები, სადაც ერთი იძახის, რომ შენ საერთოდ არ გაქვს ლეგიტიმაცია და მე უნდა დავნიშნო მთავრობაო, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი ფორმალურად შეიძლება არც შექმნილიყო რომელიმე პუნქტზე სამუშაოდ და ისე მომხდარიყო პუნქტის შესრულება.

„იგივე შეიძლება ეხებოდეს საარჩევნო კანონმდებლობას და ნებისმიერ სხვა მიმართულებას. ამ ფონზე რატომ ითვლება რომ ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის სამუშაო ჯგუფში ჩართულობა, მონაწილეობა და ამ სტატუსის მოპოვება ქმნის ერთადერთ ფორმას ჩართულობისა ამ საკითხების განხილვაში – ჩემთვის გაუგებარია. სულ რომ არ შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი ესეც ნორმალური იქნებოდა და ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყოდა. შეიძლებოდა ისე წარმართულიყო მუშაობა, მაგალითად სამუშაო შეხვედრები გამართულიყო. სამუშაო ჯგუფი სხვა რაღაცაა – სამუშაო ჯგუფის წევრი არის თუ არ არის, ამით არ შემოიფარგლება სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საზოგადოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი არ მიიწვიეს, რის გამოც შეხვედრა პროტესტის ნიშნად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს – რატომ გამოცხადდა ვაკანსიების შსს-ში?
Next: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, იარაღი ამოაცალა, გაისროლა და შემდეგ თავის არეში დაზიანება მიიყენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.