Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

მარშალ პრესი 18/08/2022
პენიტენციური

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაზრდილ შემოსავალთან ერთად, ლოკოკინების ფერმაში დასაქმება მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მათ შესაძლებლობას მისცემს ახალი პროფესიული უნარები შეიძინონ.

ლოკოკინების ფერმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანადგომითა და აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით შენდება.

ფერმის მშენებლობის პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და INL-ის დირექტორი სარა რუპერტი გაეცნენ.

Post navigation

Previous: მდინარე იორში 2 ადამიანს ეძებენ
Next: გასცდება თუ არა „კრედიტ სუისთან“ დავა კერძო, სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს?! ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უცვლელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.