Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა – ერთმა, რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა მხარი აუბეს

მარშალ პრესი 14/08/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

დღეს დილიდან ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს აქვთ ატეხილი ამბავი – აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ილვესი დავალებას ასრულებს – ეს გასაგებია. სამწუხარო ის არის, რომ ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი ამ რეზიდენტულ საქმიანობაში საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა – ერთმა რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა აუბეს მხარი. ქვეყნის წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში სააკაშვილის ტელევიზიებს ცხადია პარტნიორებიც სჭირდება და არ დაახანა. ფოტოებზე ხედავთ 1%-იან ლელოს, 1%-იან სტრატეგიას და სამწუხაროდ, ეს ქალი ვინაა და რას წარმოადგენს არ ვიცი. მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი სახე და მიზნები – ასე რომ, წერეთ და იკითხეთ…“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: გრიგოლ გიორგაძე: ჩვენი ვალია, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკის საფუძველზე, ჩვენს აფხაზ, ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა
Next: შვილმა დედა მეგობრის დახმარებით მოკლა – პოლიციამ თბილისში დედის მკვლელი და მისი მეგობარი დააკავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025