
30 წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან რამაც ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ასი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა თავის სამშობლოში დევნილი გამხდარიყო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ყოველივე ამის გაანალიზების შედეგად ჩვენი ვალია, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკის საფუძველზე მოვახერხოთ შერიგება და ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა“, – აცხადებს გიორგაძე.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.