Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მარშალ პრესი 14/08/2022
შსს

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, აჭარაში, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე – მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ნინო ფოჩხუა: ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს, არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის, ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ – ტოტალიზატორმა და ონლაინკაზინომ უკრაინის ტერიტორიაზე ლიცენზია მიიღეს
Next: საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა🏉

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.